2020-12-07 14:10:41, 520 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობა ხობში - თავდამსხმელებმა ხანდაზმული ქალი აწამეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ყაჩაღობა მოხდა.
თავდამსხმელები გვიან ღამით ერთ-ერთ ოჯახში შეიჭნენ და ასაკოვან ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
არსებული ინფორმაციით, ხანდაზმული უთოთი აწამეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,