10:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 12:51:44, 554 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ვთხოვ საეკლესიო წინამძღვრებს და მრევლს, დაიცავით ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით

ვთხოვ საეკლესიო წინამძღვრებს და მრევლს, დაიცავით ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სასურველია წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით, ვიდრე შიგნით.

„საეკლესიო პირები და ეკლესია გახლავთ ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრი, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანი, ამიტომ ის ზოგადი რეკომენდაციები, რომ ეკლესიაში და მის გარეთ აუცილებლად ვიყოთ პირბადით, ეს არის აუცილებელი, ეკლესიაში შიგნით თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია - ეს არის აუცილებელი. განსაკუთრებით ახლა, დეკემბერი და იანვარიც იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია - იქნება გრიპი, კოვიდი თუ სხვა და მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციების გავრცელების, ამიტომ დისტანცია, ხელების დამუშვება, პირბადე -ყველა ამ ინფექციისთვის ერთიდაიგივე პრევენციული ღონისძიებაა და ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით. სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით, ვიდრე შიგნით,“- განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics