|
2020-12-07 12:45:20, 559 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, კოვიდ19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგები 3 კვირის განმავლობაში დააკვირდებიან ეპიდსიტუაციის მიმდინარეობას და ამის მიხედვით მიიღბენ გადაწყვეტილებებს. „ნებისმიერი მობილობის გაზრდა რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ინფიცირების მაცვენებლის გაზრდას, ამიტომ ჩვენ ახლა უნდა დავაკვირდეთ 3 კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის მიმდინარეობას და იმის მიხედვით უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, თუ გაგვიუარესდა უნდა გამკაცრდეს, თუ დავიცავთ ყველაფერს და თუ ციფრები შემცირებისკენ წავიდეს, მაშინ შეიძლება მსჯელობა გარკვეულ შემსუბუქებაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)