2020-12-07 10:00:59, 483 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას დღეს განიხილავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას დღეს განიხილავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს.
„საბჭო შეაფასებს უახლეს საერთაშორისო მოვლენებს. ეს მოიცავს საქართველოში არჩევნების შემდგომ სიტუაციას, ვენესუელაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, თურქეთთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ადამიანის უფლებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან