2020-12-06 20:11:47, 613 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - შევდივართ იმ ღრმა კრიზისში, რასაც პოლიტიკური დეგრადაცია ჰქვია
„შევდივართ იმ ღრმა კრიზისში, რასაც პოლიტიკური დეგრადაცია ჰქვია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მანვე ისაუბრა პლებისციტზე და აღნიშნა, რომ ის რიგგარეშე არჩევნების შემცვლელი ვერ იქნება.
„ისინი მოქმედებენ სიტუაციის მიხედვით და სიტუაცია მათთვის აბსოლუტურად არასახარბიელოა იმიტომ, რომ ჩვენ ყველას სხვა კრიზისის პარალელურად შევდივართ იმ ღრმა კრიზისში, რასაც ჰქვია პოლიტიკური დეგრადაცია. პლებისციტი ვერ და არ იქნება რიგგარეშე არჩევნების შემცვლელი“, - განაცხადა უგულავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,