12:11 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-06 13:52:27, 508 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - არ შეიძლება ერთხელ უკვე ჩატარებული არჩევნების ხელმეორედ ჩატარება, აქ წითელი ხაზია გავლებული

„არ შეიძლება ერთხელ უკვე ჩატარებული არჩევნების ხელმეორედ ჩატარება, აქ წითელი ხაზია გავლებული და შეთანხმება ამ ხაზზე ვერ გაივლის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული ეჭვები არ ყოფილა და შესაბამისად მისი ხელმეორედ ჩატარების საკითხიც არ განიხილება.

ამასთან სარჯველაძე აცხადებს, რომ მოხარულია ოპოზიცია-მთავრობას შორის დაწყებული მოლაპარაკებების გამო და იმედი აქვს, რომ ეს შედეგის მომცემი აღმოჩნდება.

“უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ უშუალოდ დეტალებს და პირობებს, რომელიც შესაძლოა მოლაპარაკების მაგიდასთან განხილვის საგანი იყოს იმაზე მეტს ვერ ვისაუბრებთ, რაც ისედაც ცხადია, მაგრამ მე მახარებს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მხრიდანაც გაისმის მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით ხმები, ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ შედეგი დამდგარიყო, თუმცა იქ სადაც წითელი ხაზია გავლებული, რომელიც ხელმეორედ არჩევნების ჩატარებას გულისხმობს, ვფიქრობთ რომ ეს წარმოუდგენელია და ამაზე შეთანხმების ხაზი ვერ გაივლის. არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული არჩევნების გადახედვა, რევიზია, ხელმეორედ ადამიანებისთვის კითხვა თუ რა არის მათი არჩევანი, რადგან ერთხელ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე საფუძვლიანი ეჭვი და გაუგებრობა არ ყოფილა.

აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ განსახილველი სხვა საკითხები უნდა იყოს, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის რომ საერთო კონსენსუსამდე მივიდეთ, ეს არის დღევანდელი მოცემულობა და იმედი მაქვს ოპოზოცია უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება მათი ზოგადი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics