2020-12-05 17:10:54, 570 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან ხმაურია - აქტივისტებს დროებით ღობეზე წარწერის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ
ამ წუთებში ხმაურია პარლამენტთან.
აქციის მონაწილეები დროებით კედელზე ცდილობდნენ წარწერის დატოვებას, რომელიც გუშინ გვიან ღამით შესაბამისმა სამსახურებმა წაშალეს.
რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა ერთ-ერთი აქტივისტის დაკავება სცადეს, რისი საშუალებაც სამოქალაქო აქტივისტებმა არ მისცეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან