|
2020-12-05 16:35:26, 823 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - შეიძლება ვიმსჯელოთ საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით მიუღებელია
შეიძლება ვიმსჯელოთ საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით მიუღებელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ ვადამდელ არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი გადახვევა წითელი ხაზიდან სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების მიმართ არსებული დამოკიდებულებაა. „რასაც ოპოზიცია მოითხოვს, ყველაფერი ცნობილია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით კი ოპოზიციის მხარდამჭერ საზოგადოებას, გავხედოთ რა ხდება რეგიონში და შევაფასოთ სიტუაცია. პირველი - საკითხი, რომელსაც აყენებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები, არჩევნები არ გაყალბებულა. საქართველოსთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას და მეორე მხარეს არის პოზიცია, რომელიც სამწუხაროდ უკავშირდება კოვიდის გავრცელების ინტერესს და ეკონომიკურ რყევას. ზუსტად იგივე ინტერესები გააჩნია კონკრეტულ ქვეყანას, რომელსაც თავისი სამხედრო ყოფნა გააძლიერა რეგიონში და კიდევ გეგმავს მომავალ ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, მსოფლიო აფასებს ამ სიტუაციას და არა მარტო ჩვენ უნდა შევაფასოთ ეს ვითარება. ნებისმიერი გადახვევა წითელი ხაზიდან, რომელსაც ჰქვია ვადამდელი არჩევნები, არის დამოკიდებულება სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების მიმართ. ეს წითელი ხაზი არ შეიცვლება. წერილობით იქნება ეს წინადადება თუ არ იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. არის საკითხების ჩამონათვალი რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. შეიძლება ვიმსჯელოთ საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე, სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც ეხება არჩევნებს, სტაბილურობას, კოვიდ სიტუაციას და მის კავშირს იმ ვითარებასთან, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ქმნიან, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია შეიძლება დავაფიქსიროთ, მაგრამ რაც არის მთავარი თემა - რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით არის მიუღებელი არათუ ჩვენთვის, არამედ იმ ვითარებისთვის, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მის გარშემო, მსოფლიოშია შექმნილი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)