|
2020-12-05 15:15:16, 770 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი ჯარისკაცებს - ვიცი, რომ თქვენი მისია ავღანეთში წარმატებული იქნება! ღმერთი გფარავდეთ!
უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა. სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კონტინგენტს მისიაში საქართველოს დროშა გაატანა. პრეზიდენტმა ასეულს კოალიციურ ძალებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. „მოგესალმებით, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში თქვენი გაცილება. დიდი პატივია, რადგან, თქვენ იქ თქვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო, გლობალური უსაფრთხოების, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებისა და მათი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის ძალიან მაღალ მისიას ასრულებთ. ის შეფასება, რაც ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, ჩვენი პარტიორებისგან, ნატოს პარტნიორებისგან მივიღეთ, დიდწილად თქვენი დამსახურებითაა. თქვენი რეპუტაცია ჩვენი ძველი, ტრადიციული სამხედრო გმირობის რეპუტაციაა, რომელიც დღემდე გრძელდება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ! დღეს მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა - პანდემიის გამოწვევის წინაშე, და ის ფაქტი, რომ საქართველო თავის ვალდებულებას ამ პირობებშიც ასრულებს, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრზე მეტყველებს. მინდა, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ. მინდა, გისურვოთ წარმატებები, გისურვოთ შემართება, მშვიდობიანი დაბრუნება სამშობლოში და თქვენს ოჯახებში. მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა ყველას: თქვენც და ჩვენც, და ვიცი, რომ თქვენი მისია წარმატებული იქნება! ღმერთი გფარავდეთ!“, - მიმართა პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს. მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)