15:53 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 16:08:11, 767 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის – ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, რუსებისთვის

 „აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტკივილი, ჩვენი იმედი“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

პატრიარქის თქმით, აფხაზეთი არის ერთიანი საქართველო, ომი კი, ხელვნურად შექმნილი ტრაგედია.

„მწუხარება და სიხარული როგორც ტყუპი ძმები ერთად დადიან. დღეს მწუხარებისა და სიხარულის დღეც არის. დღეს არის ჯვრის ამაღლება და დღეს არის დიდი მწუხარება - აფხაზეთის ტრაგედია. აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტკივილი. აფხაზეთი ეს არის ჩვენი იმედი. აფხაზეთი ეს არის ერთიანი საქართველო. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ აცხონოს და ნათელში ამყოფოს აფხაზეთში დაცემულნი ჟიული შარტავა, იგივე დავითი, იური და სხვები. ამავე დროს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხონოს დაცემულნი აფხაზები და სხვა ერების წარმომადგენლები. ეს იყო თავს მოხვეული ტრაგედია, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ტრაგედია. ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის. ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, რუსებისთის, ბერძნებისთვის. უფალმა ძალიერსა თვისა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, ეს ის სანუკვარი თვისებებია, რომელიც ჩვენ გვჭირდება. შეგვთხოვთ უდალს რომ უფალმა მოგვანიჭოს ძალა და მშვიდობა“, - ბრძანა ილია მეორემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics