00:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 09:52:32, 1074 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ინაუგურაციის დღეს, ამერიკელებს, პირბადეების 100 დღით ტარებას ვთხოვ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს პირბადეების 100 დღით ტარებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენმა მათთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს შეამცირებს.

„მხოლოდ 100 დღით პირბადე და არა სამუდამოდ. მხოლოდ 100 დღე. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს“, - განაცხადა ბაიდენმა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა შესაძლოა, კიდევ უფრო მოიმატოს და ამჟამინდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, კიდევ უფრო საგანგაშო გახდეს.

მისივე თქმით, პირბადის ტარება აშშ-ის სამთავრობო შენობებსა და სატრასპორტო საშუალებებში სავალდებულო გახდება და ამის შესაბამის ბრაძანებასაც გამოსცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics