2020-12-04 09:21:12, 464 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდებიან
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ფასილიტატორ ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდებიან.
მათი განცხადებით, ფასილიტატორ ელჩებს იმ პოზიციას გააცნობენ, რომელზეც გუშინ „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე შეჯერდნენ.
ოპოზიციური პარტიების თქმით, დღევანდელი შეხვედრა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდს დააჩქარებს.
ცნობისთვის, გუშინ „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიცია კვლავ საერთოა და ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან