2020-12-03 13:42:28, 522 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ არის ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება
„ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ არის ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, მესამე რაუნდთან დაკავშირებით სიახლე არ არის.
„არანაირი სიახლე არ გვაქვს არც მესამე რაუნდთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიების პოზიციაც უცვლელია. ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ არის ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება, რომელზეც ბატონი ალეკო საუბრობს. იმიტომ, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურად და ამას სჭირდება ცვლილებები“, - განაცხადა ბოკერიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან