00:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 10:26:30, 1088 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ დ’ესტეინი 94 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ის საავადმყოფოში რესპირატორული პრობლემების გამო მოათავსეს, ხოლო კლინიკიდან ნოემბრის შუა რიცხვებში გაწერეს.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვირუსთან დაკავშირებული გართულებების გამო, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და იგი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა“, - აცხადებენ ჟისკარდის ოჯახის წევრები.

ვალერი ჟისკარ დ’ესტეინი საფრანგეთის პრეზიდენტი 48 წლის ასაკში გახდა. სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში დაუშვეს ქვეყანაში განქორწინება და აბორტის ლეგალიზება.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics