00:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-02 22:04:54, 1135 ნახვა

მსოფლიო
ლგბტ თემის მოწინააღმდეგე პარლამენტარმა თანამდებობა დატოვა - პოლიციამ ის „გეი-ორგიის“ წვეულებაზე დააკავა

უნგრეთის მმართველი პარტიის ევროპარლამენტის დეპუტატმა, იოჟეფ საიერმა თანამდებობა დატოვა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ის პოლიციამ წვეულებაზე დააკავა, რომელსაც ქვეყნის მედია „გეი-ორგიას“ უწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

 ბელგიური მედიაგამოცემების ცნობით, ეს იყო დახურული "სექს-წვეულება", რომელშიც მხოლოდ კაცები, მათ შორის დიპლომატები და ევროპარლამენტარები, მონაწილეობდნენ.

"ვესწრებოდი", — ლაკონიურად აღნიშნავს საიერი განცხადებაში

საიერის თქმით, იგი შეკრებების შეზღუდვის დარღვევას ნანობს. იგი "არასწორ ნაბიჯს" "უკიდურესად პიროვნულად" აფასებს და იმედოვნებს, რომ იგი არ აისახება წლების განმავლობაში სამშობლოსადმი გაწეული მისი სამსახურის რეპუტაციაზე.

"ჩემგან უპასუხისმგებლო საქციელი იყო", — ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი რეაგირების მისაღებად მზადაა. ამასთან, მას თანამდებობის დატოვებაც მოუწია, მიზეზად კი ყოველდღიური პოლიტიკით მიღებულ "უდიდეს ემოციურ წნეხს" ასახელებს.

ბელგიის პროკურატურაში განაცხადეს, რომ დეპუტატს აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ის ცდილობდა, პოლიციისგან მიმალულიყო.

დეპუტატის მიმართ გამოძიება ნარკოტიკების მოხმარებისა და კარანტინის დარღვევისთვის მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ პარტიას, რომლის წევრიც არის  საიერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და აღნიშნული პარტია, ტრადიციული, ოჯახური ღირებულებების დამცველია და ერთნაირსქესიანთა  წყვილების მიერ შვილად აყვანის წინააღმდეგაც გამოდის.

ყველაფერ ამისდა მიუხედავად, საიერმა, რომელიც ქორწინებას ქალის და კაცის კავშირად მიიჩნევს, განაცხადა, რომ კვლავ რჩება ორბანის პოლიტიკის მხარდამჭერი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics