2020-12-02 19:47:14, 1138 ნახვა
მსოფლიო
იაპონია კურილიის კუნძულებზე რუსული სარაკეტო სისტემის განთავსებას ეწინააღმდეგება
იაპონია კურილიის კუნძულებზე რუსული სარაკეტო სისტემის განთავსებას ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, S-300V4 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა კუნძულზე საბრძოლო მოვალეობას არ შეასრულებს.
როგორც იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, ჩრდილოეთის ტერიტორიაზე სარაკეტო სისტემების განთავსება არ შეესაბამება იაპონიის პოზიციას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,