|
2020-12-02 13:28:57, 508 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ინოვაციების დანერგვას განაგრძობს
„საქართველოს ბანკი“ რეგიონის მასშტაბით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით და ბიზნესის მხარდასაჭერად, ბანკმა საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი - ტერმინალით განაღდება შესთავაზა. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან სავაჭრო და მომსახურების წერტილებში შესაძლებელია თანხის პოს-ტერმინალით განაღდება. შესაბამისად, თუკი მომხმარებელს ხელთ საჭირო თანხა არ აღმოაჩნდება, მას აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის პარტნიორ სავაჭრო თუ მომსახურების წერტილებში, სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად, ტერმინალით გაანაღდოს თანხა. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ საბანკო ბარათი. მერჩანტის დახმარებით ბარათიდან განხორციელდება სასურველი ნივთის ან მომსახურების შეძენა და ამავდროულად, თანხის განაღდებაც.
„საქართველოს ბანკში აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ და ამით მათი კომფორტი ვუზრუნველვყოთ. გადახდის ციფრული და უკონტაქტო მეთოდები 2020 წელს აუცილებელ საჭიროებად იქცა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ბიზნესისა და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ახალი პროდუქტები წარვადგინოთ. გვჯერა, რომ მსგავსი ინოვაციები ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიების სამომავლო განვითარებას და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტებს გამოყენებას“,-განაცხადა საქართველოს ბანკის პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბეჟიაშვილმა.
საქართველოს ბანკმა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით უკვე დანერგა ბევრი სიახლე. ბანკმა მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორებით „თიფის“, იგივე „სამადლობელის“ დატოვების შესაძლებლობა მისცა. იმ შემთხვევაში თუ კვების ობიექტებში- კაფეში, ბარში, რესტორანში მომსახურების სათანადოდ გაწევის შემდეგ მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი გასამრჯელოს დატოვება გსურთ, მაგრამ საჭირო თანხა არ აღმოგაჩნდათ ნაღდი ფულის სახით, ამ პრობლემას „სამადლობელი“-ის ფუნქციის მქონე ტერმინალი მოაგვარებს. კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ბანკმა მომხმარებელს პირველმა შესთავაზა, გატერმინალებაა, რითიც ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი გახდა. ინოვაციის დანერგვამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი ბიზნესს, ვინაიდან მათ გადახდების მიღება კუთვნილი სმარტფონიდან შეუძლიათ. მომხმარებლისთვის კი გადახდა კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი და სწრაფი გახდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)