2020-12-02 12:11:45, 541 ნახვა
მსოფლიო
გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
გაერთიანებულმა სამეფომ მსოფლიოში გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც Pfizer / BioNTech კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისათვის დაამტკიცა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, რეგულაციების სამსახურმა განაცხადა, რომ Pfizer/BioNTech-ის 95%-ით ეფექტური ვაქცინა გამოყენებისთვის უსაფრთხოა.
იმუნიზაცია შეიძლება რამდენიმე დღეში დაიწყოს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა 40 მილიონი დოზა, რა საკმარისია 20 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან