2020-12-02 11:32:27, 780 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
ამის შესახებ nbcnews-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ტრამპი სავარაუდოდ, 20 დეკემბერს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ის ამავე დღეს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიის ოფიციალურად დაწყებას აპირებს.
როგორც Daily Beast-ი იუწყება, ტრამპმა ინაუგურაციის დღეს შესაძლოა აქცია გამართოს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან