2020-12-02 10:18:30, 892 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში კორონავირუსის 154 839 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2,324 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში კოვიდ19-ით კიდევ 154 839 ადამიანი დაინფიცირდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით სულ დაინფიცირდა 13 696 060 ადამიანი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან