2020-12-01 12:37:14, 604 ნახვა
მსოფლიო
ილჰამ ალიევის განცხადებით, არსებობს მთიანი ყარაბაღის შეთანხმების ჩაშლის მცდელობა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, არსებობს მცდელობა, რომ ჩაიშალოს მთიანი ყარაბაღის შეთანხმება.
ამასთანავე, ალიევი აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად დაცულია ორივე ქვეყნის მხრიდან.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბაქოს კონტროლში გადავიდა ლაჩინის რაიონი, ბოლო რაიონი იმ სამიდან, რომელის შესახებაც შეთანხმებაში ეწერა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდეტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის 9 ნოემბერს არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან