2020-12-01 10:03:31, 982 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რეგიონში შევიდნენ
აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რეგიონში შევიდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტების, რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები ლაჩინის რეგიონში შევიდნენ“, - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდეტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის 9 ნოემბერს არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან