07:48 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 13:14:56, 765 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდსაავადმყოფოებში 564 თავისუფალი ადგილია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ საავადმყოფოებში, რომლებიც კოვიდის მართვისთვისაა გამოყოფილი, ამ ეტაპზე 564 თავისუფალი ადგილია.

მისი თქმით, დღისთვის პაციენტებით 6 138 საწოლია დატვირთული.

„დღეის მდგომარეობით, იმ საავადმყოფოებში, რომელიც გამოყოფილია კოვიდის მართვისთვის, მობილიზებულია 8 241 საწოლის რესურსი, საიდანაც მათ მოწოდებული აქვთ მხოლოდ 7 103 საწოლი. აქედან დღეს პაციენტებით დატვირთული არის 6 138. ტრიაჟში იმყოფება 260 პაციენტი, ჟანგბადდამოკიდებული არის 1 190, რეანიმაციაში იმყოფება 377 პაციენტი, თავისუფალი ადგილი გვაქვს 564 და ასევე თავისუფალი გვაქვს 430 ფილტვის ხელოვნური ვენტილატორი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics