2020-11-29 14:50:21, 976 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში გამართული აქციების შედეგად 62 პოლიციელი დაშავდა, 23-ის მდგომარეობა კი მძიმეა
საფრანგეთში გამართული აქციების შედეგად 62 პოლიციელი დაშავდა და 23 მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა, - ამის შესახებ ინფორმაციას BFM TV-ზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ფრანგი აქტივისტები „გლობალური უსაფრთხოების“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
აღნიშნული ახალი კანონი ინტერნეტსივრცესა და მედიაში პოლიციელების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნებას კრძალავს,
ამ კვირაში აქციაში მონაწილეობას 50 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა და აქედან სამართალდამცავებმა 81 დემონსტრანტი დააკავეს.
მანიფესტაციის დასაშლელად ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აქციები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,