|
2015-09-26 12:01:37, 823 ნახვა
ეკონომიკა
ქადაგიძე: მოკლევადიანი მერყეობა ისეთი საკურსო რეჟიმისთვის როგორიც საქართველოს აქვს, ნორმალურია
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის მოკლევადიანი მერყეობები ისეთი საკურსო რეჟიმისთვის, როგორიც საქართველოს აქვს, ნორმალურია. ამის შესახებ ქადაგიძემ ჟურნალისტებს ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის 34-ე შეხვედრის დასრულების შემდგეგ განაცხადა. ქადაგიძის თქმით, გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში თუ ჯანსაღი პოლიტიკა იქნება, გამყარების ტენდენცია დაიწყება. „მოკლევადიანი მერყეობები არის ნორმალური ისეთი საკურსო რეჟიმისთვის, როგორიც საქართველოს აქვს. გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი, თანმიმდევრული პოლიტიკა და გვექნება ეკონომიკური ზრდა, რა თქმა უნდა შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდგომ გამყარების ტენდენცია იქნება. ეს დამოკიდებულია იმ კომპლექსურ ქმედებებზე, რომელიც მთლიანად უნდა გატარდეს სახელმწიფოში“,-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისი „ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბების 34-ე შეხვედრას მასპინძლობს. ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრას გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობს. ღონისძიებაში მონაწილეობს კლუბის 23 ქვეყნის მმართველი ცენტრალური ბანკებიდან. საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა ვალუტის გაცვლით კურსსა და მაღალ დოლარიზაციაზე იმსჯელეს.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)