2020-11-29 00:15:10, 733 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი გაერთიანებული სამეფოში აშშ-ს ელჩად სინდი მაკკეინის დანიშვნას აპირებს
აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაერთიანებული სამეფოში აშშ-ს ელჩად სინდი მაკკეინის დანიშვნას აპირებს.
ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება სინდი მაკკეინმა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა და არიზონას შტატის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ბრიტანული გამოცემის თანამხად, ამ თანამდებობაზე ევროკავშირში ყოფილ ელჩს, ტონი გარნერსა და ყოფილ პრეზიდენტს, ობამასაც განიხილავენ.
ამჟამად აშშ-ს ელჩი ბრიტანეთში ტრამპის დანიშნული ვუდი ჯონსონია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,