2020-11-28 18:16:14, 619 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან აღმართულ ბარიკადებზე წარწერები - „ბიძინა მონა“ და „20%“ დატოვა
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობის წინ აღმართულ დამცავ ბარიკადებზე წარწერები, „ბიძინა მონა“ და „20%“ დატოვა.
როგორც ხოშტარიამ განაცხადა, მათი პროტესტი შსს-სთან გაგრძელდება, სადაც დღევანდელი აქციის დროს დაკავებული პირები არიან გადაყვანილი.
„სამარცხვინო რამე მითხრეს პოლიციის თანამშრომლებმა, როგორც კი დაიშლებით გამოვუშვებთო. ეს არის ამ ხელისუფლების სახე. როგორც მძევლებად ჰყავთ მელაშვილი, ილიჩოვა, ისნის საოლქოს თანამშრომლები და გიორგი რურუა, ზუსტად ასე ჩათვალეს ახლაც, რომ გვევაჭრებიან“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,