2020-11-28 16:23:37, 572 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა
თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.
„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება.
ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან