2020-11-28 10:47:51, 1332 ნახვა
მსოფლიო
WHO - პანდემიის შესაჩერებლად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 60-70% უნდა აიცრას
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მინიმუმ 60% -70% უნდა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომ მან გავლენა მოახდინოს ინფიცირების მაჩვენებელზე.
ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ვაქცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კეტრინ ობრაიენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაჩვენებელი რამდენიმე მოდელირებულ კვლევას ემყარება.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, სამმა ვაქცინმა გამოავლინა კვლევის პერსპექტიული შედეგები - AstraZeneca, Moderna და Pfizer / BioNTech.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან