|
2020-11-27 15:40:14, 621 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაზარალებულად ცნეს
პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტი გიორგ გაბუნია დაზარალებულად იქნა ცნობილი. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. ამასთანავე, პროკურატურამ გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალში ბრალდებულს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებისთვის ვასამბეკ ბეკოვის სახელით დაკავებულ პირს, ბრალი დაუმძიმა. „საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისათვის - ვ.ბ.-ს სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმა. ჩატარებული გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ხსენებული პირი არის არა ვ.ბ., არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - მ.გ., რომელმაც ვ.ბ.-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. 2020 წლის 27 ნოემბერს, პროკურორის დადგენილების საფუძველზე გიორგი გაბუნია ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო მ.გ.-ს, სსკ-ის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარედგინა ბრალდება, რაც გულისხმობს ადევნებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებას. პატიმრობის საერთო ვადის გათვალისწინებით, ბრალდებულ მ.გ.-ს მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყოფა საქმე ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე და წარიმართება სასამართლოში, ხოლო შესაძლო მკვლელობის მომზადების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, მათ შორის ინფორმაციისა და სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით უცხო სახელმწიფოში გაგზავნილია შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)