2020-11-27 08:41:44, 668 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენის გამარჯვებას ოფიციალურად აღიარებს, თეთრ სახლს დავტოვებ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ საარჩევნო კოლეგია არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენს ოფიციალურად აღიარებს, თეთრ სახლს დატოვებს.
ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, როგორც ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის აღიარებას არ აპირებს.
მანვე დასძინა, რომ დათმობა "რთული" იქნება.
,,რა თქმა უნდა დავტოვებ და თქვენ ეს იცით", - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. არჩევნებში ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა კი 232.დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აღნიშნავს, რომ ის გაყალბდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,