2020-11-26 13:06:28, 418 ნახვა
საზოგადოება
კლინიკა „გული“ ინფიცირებული თანამშრომლების გამო, დროებით დაუხურა
კლინიკა „გული“ ინფიცირებული თანამშრომლების გამო, დროებით დაუხურა.
ამის შესახებ განცხადებას საავადმყოფო თავად ავრცელებს.
„კლინიკა „გულის“ 25 წლიან ისტორიაში პირველად ვართ ასეთ მძიმე მდგომარეობაში.
მიუხედავად ჩვენ მიერ მკაცრი და დროული ღონისძიებების გატარებისა, როგორც სხვა კლინიკებში, ასევე ჩვენს კლინიკაშიც გავრცელდა ვირუსი.
დაიხურა რეანიმაცია, ინტენსიური, ემერჯენსი და დიაგნოსტიკა, ფუნქციონირებს მხოლოდ კარდიოქირურგია.
ჩვენი ექიმები მზად არიან პაციენტებს გაუწიონ სატელეფონო კონსულტაცია.
მადლობას გიხდით ერთგულებისა და მოთმინებისთვის“, - აცხადებენ კლნიკაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან