|
2020-11-26 12:45:38, 521 ნახვა
საზოგადოება
ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის განახლებული სისტემა სრულად ფუნქციურია
ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ახალი, ელექტრონული სისტემა (NAITS), რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში არსებული წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველის და მათი მფლობელების შესახებ, უკვე სრულად ფუნქციონალურია. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა საქართველოში 2012 წლიდან არსებობს. თუმცა, 2015 წლიდან, FAO-ს მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) და ავსტრიის თანამშრომლობის (ADC) ფინანსური დახმარებით, სისტემა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. განახლებული პროგრამის ფარგლებში, შექმნა ელექტრონული ბაზა, რომელიც სააგენტოს ვეტერინარებს საშუალებას აძლევს, ინფორმაცია ცხოველისა და მისი მფლობელის შესახებ, ნაცვლად ქაღალდის ფორმებისა, შეიყვანონ პირდაპირ ელექტრონულ ბაზაში. ელექტრონული სისტემა, მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც ვეტერინარების შრომას, ასევე, უმოკლეს დროში უზრუნველყოფს ცხოველისა და მისგან წარმოებული პროდუქტების მიკვლევადობას. შესაბამისად, სისტემა სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვანი რგოლია. NAITS განახლებული ვერსია, 2019 წელს, საპილოტედ კახეთში დაინერგა. 2019-2020 წლებში გადამზადდა და ელექტრონული პროგრამის გამოყენება შეისწავლა, სურსათის ეროვნული სააგენტოს დაქირავებულმა 600-მდე ვეტერინარმა, რომელთაგან 588 უკვე მუშაობს პროგრამაში. ასევე, ვეტერინართა დასახმარებლად ამუშავდა დამხმარე პლატფორმა (ე.წ Help desk), რომელიც ვეტერინარებს პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს. სისტემას, მუდმივად ემატება და ახლდება მოდულები, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისთვის, არამედ, სასაკლაო, ლაბორატორიული და სასაზღვრო კონტროლისთვის. NAITS პროგრამის ხელმძღვანელის მიხეილ სოხაძის განცხადებით სისტემის იმპლემენტაცია, საქართველოს საშუალებას მისცემს უფრო მეტად განავითაროს ვაჭრობა ევროკავშირთან. „NAITS პროგრამის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე, კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება. პროექტზე მუშაობდნენ, საფრანგეთის, შვეიცარიის ბრიტანეთის ექსპერტები, ასევე იმ ქვეყნების პროფესიონალები, რომელთა გამოცდილება მეტად მიახლოებულია საქართველოსთან, ასე მაგალითად: ჩრდილოეთ მაკედონია და ბალტიისპირეთი. განახლებული სისტემა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან“ - განაცხადა სოხაძემ. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ სისტემის დანერგვა შეძლო და იგი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ნაწილია. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემისთვის სახელმწიფო ყოველწლიურად 2 მილიონ ლარს ხარჯავს, თავად იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის სერვისი, ისევე როგორც ვეტერინარის მომსახურება, სრულიად უფასოა ფერმერებისთვის. დასრულებული პროგრამის სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემა 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)