23:25 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-25 15:33:21, 531 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე  ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის 23 ნოემბერს ქ.თბილისში ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა ა.გ.-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან თ.პ.-სთან მიახლოვება, მივიდა  მასთან სამსახურში სუპერმარკეტ ,,კარფურში" და თ.პ.-ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით საკანცელარიო დანით სახისა და ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა.

დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის და სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომლების აქტიურობის შედეგად ა.გ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.

სამართალდამცველებმა  ა.გ. 2020 წლის 23 ნოემბერს  დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის  „დ" პრიმა ქვეპუნქტით, ,,ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით და არაერთგზის) წარედგინა.

ბრალდების მხარე ა.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ვკითხულობთ განცხადებაშ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 9 თვის მონაცემებით:

ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3633 პირის მიმართ;

გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 120 ბრალდებულის მიმართ;

ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელია - 94%, ხოლო დაკმაყოფილებულია- 54%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics