23:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 18:17:11, 1317 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენს გამარჯვება მივულოცე, ეს გლობალური პარტნიორობის ახალი დასაწყისია

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამის შესახებ ლეიენი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„შესანიშნავი იყო საუბარი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან.  მივულოცე გამარჯვება. ეს აშშ-სა და ევროკავშირს შორის გლობალური პარტნიორობისთვის ახალი დასაწყისია. ძლიერი აშშ-სა და ძლიერი ევროკავშირის ერთობლივი მუშაობის შედეგად,  შეიძლება ჩამოყალიბდეს გლობალური დღის წესრიგი, რომელიც ემყარება თანამშრომლობას, მულტილატერალიზმს, სოლიდარობას და საერთო ღირებულებებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის  ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics