2020-11-24 10:03:18, 627 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია დღეს სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს
ოპოზიცია „ლელოს“ ოფისში დღეს სამომავლო ნაბიჯებსა და გეგმებზე იმსჯელებს.
ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
რაც შეეხება მოთხოვნებს, ის იგივე რჩება - რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას გადადგომა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან