05:53 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-23 14:12:24, 619 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძის განცხადებით, თუ მოლაპარაკება არ შედგა, მივიღებთ კომუნისტურ პარლამენტს, რომელიც „ოცნების“ მეორე ტურებს შეეფერება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, მოლაპარაკების მთავარი თემა უნდა იყოს ახალი არჩევნები და ხელისუფლების მხირდან კონკრეტული, რაციონალური წინადადება უნდა გაკეთდეს არჩევნების ირგვლივ.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ის მიიღებს ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს.

„ჩვენი მოთხოვნა და ის მთავარი მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს ყველასთვის ცნობილია, რომ უნდა იყოს ეს ყველაფერი ახალი არჩევნების ირგვლივ. თუ ეს არ მოხდება, ასეთ შემთვევაში ყველამ კარგად იცის რაც მოხდება, არაფერი სიურპრიზი არ იქნება არავისთვის, მივიღებთ ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს, რომელიც ზუსტად შეეფერება იმ მეორე ტურებს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა და რომელში გამარჯვებაც შემდეგ სამარცხვინოდ იზეიმა“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics