08:48 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-23 14:03:43, 453 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომში „რომპეტროლის“ ფლაგმანი სადგური გაიხსნა

„რომპეტროლ საქართველო“  ქსელის მასშტაბურ გაფართოებას განაგრძობს - ახალი სტრატეგიის ფარგლებში, კომპანიამ  ბორჯომის მუნიციპალიტეტში პირველი ფლაგმანი ავტოგასამართი სადგური გახსნა.

„რომპეტროლის“ ახალი სადგური ბორჯომის შესასვლელში, ვაშლოვანის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. საზეიმო ცერემონიას „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ზამანბეკ მირზაიანოვი, კომპანიის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„კომპანია წარმატებით მიყვება  KMG International–ის 5 წლიან სტრატეგიას,  რაც საცალო ბაზარზე ქსელის ინტენსიურ გაფართოებას და განვითარებას გულისხმობს. Covid 19-სგან გამოწვეული საყოველთაო კრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევძელით არამხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებელთა დაცვა, არამედ გავაგრძელეთ ინვესტირებაც, რაც ცხადია, ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. წელს საქართველოში 6  ახალი ბენზინგასამართი სადგური გავხსენით და უახლოეს მომავალში კიდევ 4 სადგურის გახსნას ვგეგმავთ.“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.

მიმდინარე წელს „რომპეტროლ საქართველოს“ გახსნილ ახალ სადგურებში, ჯამში 65 ადამიანი, კონკრეტულად ბორჯომის სადგურზე კი 11 ადამიანი დასაქმდა. ახალი ობიექტები აღიჭურვა მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, TOKHEIM-ის გამშვები სისტემით, რომელიც ცნობილია თავისი დოზირების სიზუსტით და მაღალი ხარისხის კომპლექტაციით. ბენზინგასამართი სადგური ტექნიკური და უსაფრთხოების დაცვის ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

“ბორჯომის სადგურის გახსნა ჩვენი მომხმარებლების დიდი სურვილიც იყო და მოხარულები ვართ რომ მათი თხოვნის შესრულება შევძელით.  კომპანია მუდმივად მუშაობს, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა საჭიროებები და  მათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს. ეს იქნება კომპანიის პირველი ფლაგმანი სადგური, სადაც მოგვიანებით გაიხსნება მარკეტი, კაფე და მოსასვენებელი ტერასა.“- აცხადებს რომპეტროლის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა შალამბერიძე.

„რომპეტროლ საქართველომ“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი შეიტანა კოვიდ 19-თან ბრძოლაში. კომპანიამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60,000 ლიტრი საწვავი უსასყიდლოდ გადასცა. თანამშრომლებზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში კი სამუშაო ადგილი და ანაზღაურება ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა. 

მომავალ წელს კომპანია კვლავ გააგრძელებს მისი ახალი სტრატეგიით ქსელის ინტენსიურ გაფართოებას და სადგურების ძვირადღირებული განახლების პროექტის განხორციელებას. „რომპეტროლი“ საქართველოს ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადასახადების გადამხდელი კომპანიაა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 800 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.


 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics