08:48 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-23 10:29:15, 521 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებენ. 22:00 საათის შემდეგ კი, გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებიან. მუშაობის გრაფიკის ცვლილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

პანდემიის პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლებმა და საზოგადოებრივმა ცენტრებმა სხვა არაერთი ღონისძიება გაატარა:

·         მიმდინარე წლის 5 მაისიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი  ცენტრები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მუშაობდნენ და მოქალაქეებს სერვისებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით აწვდიდნენ;

·         1-ლი ივნისიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები, ნაცვლად 09:00-დან 18:00 საათისა, 09:00-დან 24:00 საათამდე გასცემდნენ 400-ზე მეტ სერვისს, მოქალაქეებს მომსახურების მიღება კვლავ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით შეეძლოთ;

·         9 ნოემბრიდან, ახალი შეზღუდვების გათვალისწინებით, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს ყოველდღე, 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებოდნენ;

·         22 ნოემბრიდან კი,  იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,  09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებენ.

რეგულარულად, მასშტაბური  სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება საქართველოში მოქმედ ყველა, 25-ვე იუსტიციის სახლსა და 85 საზოგადოებრივ ცენტრში.

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს ხუთენოვან სერვისს სთავაზობს - დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად მოქალაქე:

·         ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge;

·         პორტალზე განთავსებულ კალენდარში უნდა ჩანიშნოს თარიღი და დრო იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტისათვის, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში ვიზიტისას.

მნიშვნელოვანია, რომ:

·         წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;

·         ფილიალში მისულ პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე ის  შენობაში არ დაიშვება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics