09:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 14:04:58, 698 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ჯგუფმა“ სტიქიით დაზარალებულ ტანვარჯიშის ფედერაციას, 500 000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება გამოუყო

„ვითიბი ჯგუფმა“ საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციას 500 ათასი აშშ დოლარის დაფინანსება გამოუყო.

13 ივნისის თბილისის წყალდიდობის შედეგად ფედერაციის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ხოლო სპორტული ინვენტარი პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისის „ვითიბი ბანკის“  გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ აღნიშნა, ბანკისთვის მნიშვნელოვანია ტანვარჯიშის  ფედერაციის და ქართული სპორტის მხარდაჭერა.

„ვითიბი ბანკი“ 2012 წლიდან არის საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური სპონსორი. 13 ივნისის სტიქიის შედეგად, სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. სამწუხაროდ, თბილისის წყალდიდობამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მნიშვნელოვნად დააზარალა დედაქალაქის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. მიუხედავად ამისა, რომ ამ  ტრაგიკული თარიღიდან 3 თვეზე მეტი გავიდა და აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რჩება. სწორედ ამიტომ, დღეს ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად,  „ვითიბი ჯგუფმა“ ჯამში  1,433 000 ლარი გამოყო. დარწმუნებული ვარ, სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციისთვის გამოყოფილი თანხა სპორტსმენების მომავალ განვითარებაზე და წარმატებაზე აისახება“,-განაცხადა არჩილ კონცელიძემ.

ცნობისთვის, „ვითიბი ბანკის“ მიერ გამოყოფილი თანხა მოხმარდება დაზიანებული შენობის აღდგენას და ახალი სპორტული ინვენტარის შეძენას. გამოყოფილი დაფინანსების შედეგად, 500-მდე სპორტსმენი და მოზარდი გაუმჯობესებულ პირობებში საერთაშორისო სტანდარტის სპორტული აღჭურვილობით ივარჯიშებენ.

ახლად გარემონტებული ფედერაციის შენობის გახსნა 2016 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics