23:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 14:53:37, 760 ნახვა

მსოფლიო
ჩვენ ჩამოვედით დიდი გეგმებით და გვაქვს მათი რეალიზების იმედი - სომხეთში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა

ჩვენ არ ჩამოვედით სრულიად ჩამოყალიბებული და კონკრეტული ამოცანებით, დიდი გეგმებით ჩამოვედით და ვიმედოვნებთ, რომ გეგმების რეალიზება მალე მოხდება, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთა შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ აქ სრულიად ჩამოყალიბებული და კონკრეტული ამოცანებით ჩამოვედით. თქვენ იცით, რომ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ სასწრაფო წესით განვალაგეთ სამშვიდობოები თქვენს ტერიტორიაზე. ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე 23 სადამკვირვებლო პოსტი განვალაგეთ. ჩვენ ვაკონტროლებთ გზას,რომელიც მიდის სტეპანაკერტისკენ, ლაჩინის კორიდორს, რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ გადაადგილებასა და აღნიშნული ტერიტორიებიდან წასული ლტოლვილების დაბრუნებას.

ჩვენ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, მე ვიმედოვნებ, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობიანი ცხოვრება დასტაბილურდება. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანაა - სისხლისღვრის პოლიტიკის არ დაშვებაა. გარდა ამისა, ჩვენ ვალდებულები ვართ განვიხილოთ მომავალი ცხოვრება და ჩვენი სამშვიდობოების მუშაობა, რაც მნიშველოვანია. და, რა თქმა უნდა, უნდა განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს თანამშრომლობას როგორც საომარი მიმართულებით ასევე საომარი-ტექნიკური მხრითაც. ჩვენ ჩამოვედით დიდი გეგმით და ვიმედოვნებთ, რომ ამ გეგმების რეალიზება მოხდება“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსეთის დელეგაცია სომხეთში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრები არიან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ვიცე-პრემიერები, ალექსანდრე ნოვაკი და ალექსეი ოვერჩუკი და სხვა ოფიციალური პირები.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics