|
2020-11-19 22:48:07, 1264 ნახვა
საზოგადოება
მომავალი ათწლეულის ყველაზე პერსპექტიული დასაქმების სფეროები
დასაქმება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მრავალფეროვანი ინტერესებისა და შესაძლებლობების ფონზე შეიძლება პერსპექტიული ვაკანსია გამოგვრჩეს ან პროფესიის არჩევისას შევცდეთ. აუცილებლად დააკვირდით რას საქმიანობს კომპანია თუ ვაკანსიის ძიებაში ხართ, რადგან თქვენი სტაბილური მომავალი, დამსაქმებლის კეთილდღეობაზეც არის დამოკიდებული. გაგაცნობთ შემდეგი ათწლეულის ყველაზე პერსპექტიულ დასაქმების სფეროებს, რომ თქვენი ძიება სწორად მიმართოთ. 1. აპლიკაციებისა და სოფტის დეველოპმენტი ეს ის სფეროა რომელიც მუდმივად ვითარდება და უახლოეს მომავალში მუდმივად მოთხოვნადი იქნება. შესაძლოა დასაქმდეთ ამ მიმართულებით ან ისეთ კომპანიაში მოიძიოთ პოზიცია რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, იცოდეთ რომ სწორ გზაზე ხართ, უახლოეს მომავალში დეველოპერული საქმიანობა მხოლოდ გაიზრდება და უფრო მოთხოვნადი გახდება.
2. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვითარდება და იხვეწება როგორც ფარმაცევტული ასევე ზოგადად სამედიცინო მომსახურების სფერო. თუ ამ სფეროში მედიცინის მუშაკის სახით დასაქმების იმედი არ გაქვთ, მაშინ იფიქრეთ ადმინისტრაციულ მიმართულებებზე ან ფარმაცევტის პოზიციაზე, ასე სსწავლაში დროსაც დაზოგავთ და სტაბილური შემოსავალიც გექნებათ.
3. ბავშვის განათლების სფერო ბავშვებთან მუშაობა ნიჭია და ზოგიერთ ადამიანს ეს ნიჭი თანდაყოლილად აქვს, ზოგი კი შესაბამის განათლებას იღებს. ძიძით დაწყებული პედაგოგით დამთავრებული ამ სფეროშიც ყველა პოზიცია ძალიან მოთხოვნადია. ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ვაკანსიას სადაც ეძებენ კარგ, სანდო, პატიოსან ადამიანს ბავშვთან სამუშაოდ. თუ საკუთარ თავში აღმოაჩინეთ ნიჭი ან ცოდნა რომელიც მზად ხართ ბავშვებს გაუზიაროთ, თამამად შეაბიჯეთ ფეხი და აირჩიეთ დასაქმება ამ სფეროშიც.
4. მზრუნველი პროფესიები ძალიან პოპულარული გახდა და უკვე ხშირია საქართველოშიც ისეთი საერთაშორისო პროექტები სადაც მოხალისეები სჭირდებათ. ზოგადად საერთაშორისო ბაზართან ჩვენი სიახლოვე ერთი ორად გაიზარდა. ძალიან ფასობებ ადამიანები ვინც მზად არის სხვაზე ზრუნვა გაწიოს, ცოდნისა და სურვილის შესაბამისად. თუ ხედავთ ამ თვისებას საკუთარ თავშიც თქვენ აუცილებლად იპოვით საკუთარ ადგილს და იდეალურ ვაკანსიას.
5. ფინანსური და საბუღალტრო საქმიანობები
სანამ ფული არსებობს, იარსებებს ფინანსური და საბუღალტრო დასაქმებაც. რადგან მსგავსი ვაკანსიები საკმაოდ ხშირია, როგორც ჩანს ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად არ არის საკმარისი კარგი კადრი, თუ თქვენ გეგავთ ამ სფეროში მოღვაწეობას გირჩევთ ნდობისა და რეპუტაციის შექმნით დაიწყოთ. ამ მწირი ჩამონათვალის გარდა ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია ისეთი დასაქმების სფეროები როგორიცაა: სამართალი, მენეჯმენტი, ციფრული მარკეტინგი და ა.შ. თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია რაც არ უნდა აირჩიოთ მიზნად დაისახოთ პირველობა და ჯანსაღი კონურენციით ისიამოვნოთ, მაშინ ყველა სასურველი ვაკანსია და პოზიცია თქვენი იქნება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)