08:57 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 11:16:52, 466 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა აშშ-ს ხალხისა და მთავრობის სახელით საქართველოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესისა და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების საკითხს.

„მოგეხსენებათ გუშინ დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში, უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვან დროს. ძირითადი თემები, რომლებიც იყო განხილული გახლავთ: ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი, რა თქმა უნდა, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონალური პროცესების ჭრილში და საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან შორის. ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აშშ-ს ხალხისა და მთავრობის სახელით საქართველოს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია სავაჭრო და შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების.

რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაძლიერებას და ასევე ინსტიტუტების გაძლიერებას. როგორც შედეგი, საბოლოო ჯამში ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ საერთო ფასეულობებზე დამყარებული ჩვენს ქვეყნებს შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა. ფასეულობებზე, რომელიც გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო სტრატეგიული ინტერესები. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური ბურთის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics