08:56 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 17:46:24, 775 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ფილიპ რიკერმა ოპოზიციას ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლის გაგრძელება შესთავაზა

პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ რიკერმა ოპოზიციას ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლის გაგრძელება შესთავაზა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა.

„შეხვედრის მიზანი იყო მოესმინა უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, როგორ ვაფასებთ სიტუაციას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რა ხედვა გვაქვს და რა სამოქმედო გეგმა გვაქვს. მან გაგვიზიარა საკუთარი ხედვები და პოზიციებიც.

არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა ბოიკოტის შეწყვეტაზე. ეს შეუძლებელიც არის, თუმცა მისი მხრიდან შემოთავაზებული იყო, ხომ არ ჯობია, ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის, რაზეც ჩვენ ავუხსნით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. შესაბამისად, ის, რაც შეიძლება მუშაობდეს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ, ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა. თავს ხომ არ მოვიტყუებთ?

შევეხეთ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, რა სიტუაციები იყო იქ, რით დასრულდა საბოლოო ჯამში. შევეხეთ იმასაც, რომ ველოდებით მესამე რაუნდს, სადაც ხელისუფლების ხელშია ბურთი. დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია იყო ისეთივე ერთიანი,  როგორც წინა მოლაპარაკებებზე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics