08:57 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 14:51:12, 3475 ნახვა

პოლიტიკა
31 ოქტომბრის არჩევნები, ოპოზიციის ბოიკოტი, უნდობლობა ცესკოსა და სასამართლოს მიმართ - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის პარლალეურად პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოზე ისაუბრეს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ძირითადი თემა, რასაც აღნიშნული განცხადება შეეხება, საქართველოში მიმდინარე 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.

განცხადებაში აღნიშულია, რომ საქართველოში წლების განმავლობაში არასწორი არჩევნები ტარდებოდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც არ არის გამონაკლისი, რადგან გამოიკვეთა იმავე ტიპის დარღვევები რაც ადრე, კერძოდ, ამომრჩევლის დაშინება, ხმების ყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება.

ამასთანავე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეფსაებულია, როგორც შედარებით უკეთესი, ვიდრე წინა წლებში გამართული, რადგან იყო ნაკლები სიძულვილის ენა და ნაკლები აგრესიული ტაქტიკა.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ მუდმივად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ ის დარღვევების გადასაჭრელად, რომლებზეც საუბრობენ, მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს, თუმცა აქვეა აღნიშნული ნდობის ფაქტორი და საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების უნდობლობა.

მდივნის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მასპინძლობს მოლაპარაკებებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საიდანაც ცდილობს, რომ შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი იპოვოს და მოუწოდებს ოპოზიციას, რომ ბოიკოტის რეჟიმის ნაცვლად, გადაინაცვლონ პარლამენტში.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში საკმაოდ არასწორი არჩევნები ტარდებოდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც იყო პრობლემური, ვნახეთ იმავე ტიპის დარღვევები, რაც სხვა არჩევნებზე, კერძოდ, ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება ხმის მიცემის პროცესში საჯარო მოხელეებისთვის.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები როგორც ეუთო/ოდირმა, ასევე სხვა ბევრმა შეაფასა როგორც კონკურენტული არჩევნები, გარკვეულწილად უკეთესი, რადგან იყო ნაკლები სიძულვილის ენა, ნაკლები აგრესიული ტაქტიკა არჩევნებამდე. დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება ყველა მხრივ, მაგრამ მაინც დაფიქსირდა დარღვევები, როგორიცაა ხმების ყიდვა და ამომრჩევლის დაშინება, რაც 30 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივი პრობლემაა. ჩვენმა გუნდმაც ნახა ეს, ჩვენი საელჩოს განცხადებაც ასახავდა ამას.

ჩვენ ოპოზიციას მუდმივად ვურჩევთ, რომ დარღვევების შესახებ მიმართოონ სამართალდამცავ ორგანოებს და მათი ბრალდებები გადაიჭრას სამართლებრივი გზებით. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ ადამიანს არ აქვს დიდი ნდობა სასამართლო სისტემის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. ყველა ეს ინსტიტუცია განვითარების პროცესშია და სწორედ ამიტომ, ოპოზიციამ ამგვარ გზას მიმართა. მათ არ ჰქონდათ ნდობა, რომ ნამდვილად მიიღებდნენ იმ შედეგებს, რომელიც მათთვის საჭირო იყო, არ ჰქონდათ იმედი, რომ მათ პრეტენზიებს შეამოწმებდნენ და სწორედ ამიტომ, არჩევნების მეორე დღეს მათ ხელახალი არჩევნები მოითხოვეს“, - აღნიშულია განცხადებაში.

ბევრმა ჩვენგანმა თავი შეიკავა განცხადებებისგან, დათვლილი იყო ოფიციალური შედეგები, თუმცა გაურკვეველი რჩებოდა პარალელური დათვლის შედეგებთა მითითებაში, იმ წუთას, რეალურად გაურკვეველი იყო, თუ რამდენად არასწორი იყო არჩევნები, რამდენად უარესი იყო წინა არჩევნებზე. და ისევ, ჩვენ ყველას ვამხნევებდით, რომ გამოეყენებინათ იურიდიული პროცესები, რომლებიც საქართველოში წლების განმავლობაში აიგო საჩივრების განსახილველად.  გადათვლა და მსგავსი პროცედურები ისე სათანადოდ ვერ იყო წარმართული, როგორც უნდა გაეკეთებინა ეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რამაც გაზრდა ეჭვის განცდა, იყო თუ არა არჩევნების შედეგები სანდო.

მე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ვმართავთ შეხვედრებს ყველა მხარესთან, რომ მივაღწიოთ გამოსავალს ჩიხიდან, რადგა ის, რადგან ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ იბრძოლოს ეს ბრძოლა კი, პარლამენტში გადაიტანოს და შეწყვიტოს ბოიოტი. მათი ერთგვარი რეფლექსია ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ ვურჩევდით, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის. თქვენ აგირჩიათ თქვენმა ამომრჩეველმა და ვალდებულები ხართ, შეხვიდეთ პარლამენტში და შეიტანოთ ცვლილებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics