08:57 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 11:48:48, 542 ნახვა

პოლიტიკა
რუსმა ოლიგარქმა არჩევნები მოიპარა - რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად მდუმარე აქციას მართავენ.

„გაყალბებულია“ - ამ შინაარსის პლაკატებით დემონსტრანტები უკვე შეიკრიბნენ რუსთაველზე და 13:00 საქართველოს პარლამენტთან დაასრულებენ აქციას.

მოქალაქეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა დისტანციის დაცვით შექმნეს ე.წ ცოცხალ ჯაჭვს, რომლითაც ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი სურვილია, რომ საერთაშორისო მედიამ შეიტყოს 31 ოქტომბერს, საქართველოში გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე დააკრეს პლაკატები წარწერით- „ამერიკა, მადლობა საქართველოს დამოუკიდებლობის მხადაჭერისთვის", " შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ"

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამ წუთებში, ის ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ასევე, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მაიკ პომპეო ქვეყანას დღესვე დატოვებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics