2020-11-16 17:14:06, 700 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ქვეყნის პრემიერს გადადგომის მოთხოვნით უკვე მიმართა.
ამასთანავე, მნაცაკანიანის განცხადებას მისი პრესსპიკერი, ანა ნაგდალიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ძვირფასო პრემიერო, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თხოვნა გადადგომის შესახებ. გმადლობთ ნდობისა და გუნდური მუშაობისთვის,“- აღნიშნულია ზოჰრაბ მნაცაკანიანის განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან