08:01 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 15:50:00, 538 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მეორე ტურში პარტიის კომისიის წევრებს 17-ვე ოლქში გაიწვევს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ 17 ოლქში, სადაც ტარდება მეორე ტურები, გამოიხმოს კომისიის წევრები, ჯამში 1922 კომისიის წევრი.

მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს არალეგიტიმური და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, ე.წ მეორე ტურები ფორმალურად ჩაატაროს.

„ჩვენ ვნახეთ როგორ პირობებში ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს არჩევნები, ვნახეთ დაშინება, მოსყიდვა, ოქმების გაყალბება, ვნახეთ გაყალბებული ხელმოწერები და ვნახეთ, რომ არცერთი მოთხოვნა უბნების გადათვლასთან ან გაუქმებასთან  დაკავშირებით არ დააკმაყოფილა არც საოლქომ, არც ცესკომ და არც სასამართლოებმა, დღეს სასამართლომ კიდევ ერთი წერტილი დასვა ამ გასაჩივრების პროცედურაზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იმ გაცხადებულ პოზიციას, რომელიც აქვს ოპოზიციას, რომ არ ვაპირებთ, რომ პარლამენტში შევიდეთ და მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურებში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ 17 ოქლში, სადაც ტარდება მეორე ტურები, გამოვიხმოთ ჩვენი კომისიის წევრები, ჯამში „ევროპული საქართველოს“ 1922 კომისიის წევრი აღარ იქნება კომისიებში მეორე ტურის დროს.

ამას ვაკეთებთ იმის გამო, რომ არამარტო პარლამენტში დარჩეს მარტო „ქართული ოცნება“, არამედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიის წევრებიც მარტო იყვენ მეორე ტურის დროს და რაც უნდათ ის გადაწერონ და რაც უნდათ ის გააყალბონ და რაც უნდათ ის დახატონ ამ ოქმებზე, ჩვენი წარმომადგენლები იქ არ იქნებიან.

ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს არალეგიტიმური, რადგანაც ეს გზა აარჩია ივანიშვილმა. ამაზე კარგად მეტყველებს ის შეფასებებიც,  რომლებიც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეებში და განსაკუთრებით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დღევანდელი შეფასება, სადაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ის სტანდარტები, რომლებიც არჩევნებს უნდა ახლდეს, რაც კონსტიტუციაში და ახალ საარჩევნო კოდექსში არის გაწერილი.

ამიტომ, ჩვენი კომისიის წევრები არ იქნებიან კომისიებში და „ქართულ ოცნებას“ მარტო მოუწევს ამ ე.წ მეორე ტურების ფორმალურად ჩატარება“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics