2020-11-16 13:24:16, 1200 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„ჩემს დღის წესრიგში დგას მხოლოდ ერთი საკითხი - ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება. სხვა საკითხი ჩემს დღის წესრიგში არ დგას", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პირველმა პირებმა ყარაბაღში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან