2015-09-24 16:58:10, 667 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მეწარმეობის სატრენინგო პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევას იწყებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს მონაწილეთა შერჩევას ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური მეწარმეობის სატრენინგო პროგრამისთვის, რომელიც 2015 წლის 1-13 ნოემბერს ქალაქ თელ-ავივში, ისრაელში გაიმართება.
როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სააგენტო აცხადებს კონკურსს, ინოვაციური სტარტ-აპი-ის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
„აშშ-ის შემდეგ ისრაელი არის მეორე ქვეყანა მსოფლიოში წარმატებული სტრატ-აპი-ის კუთხით. ებრაელი ბიზნესმენების მხრიდან მოხდა დაინტერესება, განხორციელდეს ინივესტიციები საქართველოს ახალ ტექნოლოგიებზე, ინოვაციების მიმართულებით. ინოვაციების სააგენტო წარმატებულად ახორციელდებდა ბიზნესმენებთან მუშაობას, რათა ჩამოყალიბებულიყო პროექტი, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობდა საქართველოში ინოვაციურ- ეკო სისტემის განვითრებას და მეორეს მხრივ შექმნიდა გარემოს, ებრაელი ინვესტორების მხრიდან მაღალტექნოლოგიურ პროექტებში ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩვენ ვაცხადებთ კონკურსს რათა, შეირჩეს მენეჯერები მაღალტექნოლოგიებზე სტრატ-აპ პროგრამებზე, რომლებიც გაივლიან ინტენსიურ ტრენინგს კურსს თელავივში და მიიღებენ იმ საჭირო ცოდნას. ეს ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზარზე ახალი უნარებით შეძლონ ფუნქციონირება“,-განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.
ისრაელი ინოვაციური სტარტ-აპების კუთხით მეორე ქვეყანაა მსოფიოში და მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
პროგრამის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და თელ-ავივის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციურად მოაზროვნე და მეწარმული იდეების მქონე ახალგაზრდების განვითარებას, მათთვის მაღალი დონის, საერთაშორისო, პრაქტიკული ცოდნის გადაცემას და გლობალური მნიშვნელობის კომპანიების ჩამოყალიბებაში დახმარებას.
პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა, ენერგიულ, მეწარმული სულისკვეთების მქონე მონაწილეებისათვის, რომლებიც მზად არიან გაიზიარონ ისრაელის გამოცდილება ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური ბიზნესის მიმართულებით. აიმაღლონ საკუთარი კონკურენტუნარიანობა და მიიღონ გამოცდილება თუ როგორ გახდნენ უფრო წარმატებულები, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
ცნობისთვის, პროგრამა ფინანსდება ებრაელი მეცენატების მიერ და მასში მონაწილეობა არის უფასო. ეს არ არის ერთჯერადი თანამშრომლობა და პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
პროგრამას გაუძღვებიან ისრაელის ინოვაციების ეკოსისტემის მთავარი არქიტექტორები, წამყვანი IT კომპანიების თანამშრომლები, ინვესტორები და გამოცდილი მენტორები. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან Google-სა და Microsoft-ის ბიზნეს აქსელერატორებს, შეისწავლიან ისრაელის სტარტაპ ეკოსისტემის სტრუქტურას.
მონაწილეები შეირჩევიან სააგენტოსა და თელ-ავივის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის მიერ. მონაწილეთა შერჩევა მოხდება პირველ ეტაპზე აპლიკაციის, ხოლო შემდეგ გასაუბრების საფუძველზე. პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა აპლიკანტს გააჩნდეს საკუთარი სტარტაპი ან ინოვაციური ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან